„მომავალი პროფესია“- ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გადაცემა მოამზადეს
08-12-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, საინტერესო პროექტები თუ ღონისძიებები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები სიამოვნებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა გადაცემა - „მომავალი პროფესია“ მოამზადეს. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, ვიდეო მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
„მეოთხეკლასელებმა და მათმა დაუღალავმა კლასის ხელმძღვანელმა მაია ცხადაძემ გადაცემა მოამზადეს, რომელსაც მოჰყვება გაგრძელებათა ციკლი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს