ტყიბულის N4 სკოლაში, შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა
08-12-2022

ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებმა, მოსწავლეების ჩართულობით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაციები და რესურსები მოამზადეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და საკუთარი აზრი დააფიქსირეს.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

„ყველა აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეებს უქმნის ადამიანს მავნე ჩვევების შეძენა და მათთან შეგუება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203