მაღლაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა გენდერული თანასწორობის შესახებ დებატები გამართეს
08-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტივობა განახორციელეს. 

პროექტის - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები მდგრადი განვითარების მიხედვით“ ფარგლებში, მაღლაკის N1 და N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა დებატები გამართეს.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს - ისაუბრეს საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ. დასვეს შეკითხვები და მასწავლებლებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათი სამოაქალაქო განათლების მასწავლებლები გულიკო კოსტავა და თინა დოლაბერიძე არიან.

დებატებს სკოლის დირექტორის მ/შ მარინე ფხაკაძე და დირექტორის მოადგილე მზია ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

„საინტერესო იყო მოსწავლეების შეხედეულებები ქალთა უფლებების შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203