„ლეგენდა მოთხრობაში“- ასურეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს
08-12-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამ მიზნით ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ტოგონიძის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო პროექტი - „ლეგენდა მოთხრობაში“ განახორციელეს, რომელიც ახალგაზრდა მწერლის ბასილ მელიქიშვილის შემოქმედების გაცნობას მიეძღვნა.

მოსწავლეებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანში მწერლის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მეთორმეტეკლასელები აქტივობის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203