ხონის N2 საჯარო სკოლაში Stem-კლუბი „ევრიკა“ ჩამოყალიბდა
08-12-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სკოლაში Stem-კლუბი „ევრიკა“ ჩამოყალიბდა. 

მისი ხელმძღვანელი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჩხენკელია. კლუბის მიზანია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ დისციპლინებში პროექტების შექმნის უნარების განვითარება, ციფრული კომპეტენციების განვითარება, STEM განათლების პოპულარიზება და დანერგვის ხელშეყობა, თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავება, მოსწავლეების ჩართვა პროგრამირებისა და რობოტექნიკის განათლების მიღების პროცესში.

კლუბი აქტივობებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად წარმართავს. მას აქვს ლოგო, წესდება და სამოქმედო გეგმა, ხოლო სლოგანია - „ცოდნაზე მნიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვა კი უსაზღვრო" - აინშტაინი. 
 
კლუბი „ევრიკა" მადლობას უხდის ფიზიკის მასწავლებელ ციალა ჩარგეიშვილს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები დაუღალავედ ზრუნავენ, ამ მინით კი აქტივობებსა და პროექტებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203