ქუთაისის N12 სკოლის III კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი კულტურის განვითარების მიზნით, ლაშქრობა მოეწყო
08-12-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

III კლასის მოსწავლეები, გარემოსდაცვითი კულტურის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნულ-მორალური განვითარების მიზნით, დამრიგებელ მაია ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობით, გოდოგნის მიმართულებით ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ თავად გამოიჩინეს ინიციატივა და გარემო დაასუფთავეს. 

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობას თითოეული მესამეკლასელი კარგად აცნობიერებს. 

„მოსწავლეები თავად ჩაერთნენ გარემოს დასუფთავების საქმეში, რითაც წარმოაჩინეს თავიანთი მოქალაქეობრივი და პიროვნული პასუხისმგებლობა ბუნების, ერთმანეთისა და ქვეყნის წინაშე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203