„შემოდგომის ფერები დადიანების ბოტანიკურ ბაღში“- ჯვარის N3 სკოლის IV კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო
08-12-2022
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, პროექტ - „შემოდგომა 2022-ის“ ფარგლებში, IV კლასში აქტივობა - „შემოდგომის ფერები დადიანების ბოტანიკურ ბაღში“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, გარემო დაათვალიერეს, შემოდგომის შესახებ ისაუბრეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

პროექტის ორგანიზატორები ფატიმა ციმინტია და სვეტა კოკაია იყვნენ, ისინი მოსწავლეებს სწავლებისასა თანამედროვე მიდგომებსა და საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203