უჩამბის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი „აისი“ შეიქმნა
08-12-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბი „აისი“ შექმნა. მისი დევიზია - „ჩვენი ამოსვლა, ქვეყნის აღმასვლა!“ 

კლუბის წევრებმა პროექტის - „წიგნი ცხოვრების გზამკვლევი“ განხორციელება დაიწყეს. პირველი აქტივობა მოსწავლეებისთვის USAID-ის პროგრამისა და პროექტის მიზნის გაცნობას ეთმობოდა.

კლუბის კურატორი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო ფევაძეა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწვლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.

„პროექტი დასრულდება მარტში და კლუბის წევრებს ჯერ კიდევ ბევრი აქტივობა აქვთ დაგეგმილი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203