მოდეგამის საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
12-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში ქართული ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყო.
მასწავლებლემა მოსწავლეს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს.
პირველკლასელი გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთო. დრო სასიამოვნოდ გაატარა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
მასწავლებელსა და მოსწავლეს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს