„არ გახდე დეზინფორმაციის გამავრცელებელი!“ - ქუთაისის N40 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურენოვანი პლაკატები შექმნეს
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ფეხს უდიდესი წარმატებით უწყობენ, ისინი მოტივირებულები არიან და აქტივობებს ხშირად მართავენ.
ამჯერად, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. ინგლისური ენის პედაგოგმა ნ. შალამბერიძემ და კლასის ხელმძღვანელმა ც. ვარდოსანიძემ მოსწავლეებს განუმარტეს რას ნიშნავს მედიაწიგნიერება; რა არის პირადი ინფორმაცია; რა შეიძლება მოჰყვეს მის გასაჯაროებას; როგორ შევძლოთ ინტერნეტისა და საინფორმაციო არხების მიზნობრივი გამოყენება.
გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გაიღრმავეს, ინფორმაცია მოიძიეს. გარდა ამისა, თემატური ქართულ და ინგლისურენოვანი პლაკატები მოამზადეს, რომლებზეც რჩევები დაიტანეს.
იხილეთ ფოტოები: