კოთელიის საჯარო სკოლას თვითნასწავლმა მხატვარმა - ნინო ზარიძე-მაღრაძემ ნამუშევრები უსახსოვრა
12-12-2022
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში თვითნასწავლ მხატვარ ნინო ზარიძე-მაღრაძეს უმასპინძლეს. 

მისი ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. აღსანიშნავია, რომ სკოლა სწორედ ნინო ზარიძე-მაღრაძის მამიდაშვილის სახელს ატარებს. 

მხატვარმა სკოლას თავისი ნამუშევრები უსახსოვრა, რისთვიაც მას უღრმეს მადლობას უხდიან.

„სასიამოვნო საჩუქარი თვით ავტორისაგან. სკოლას ეწვია თვითნასწავლი მხატვარი ნინო ზარიძე-მაღრაძე, რომლის ფესვებიც ამავე სოფელს უკავშირდება. პაპამ შთააგონა ჯავახეთის სიყვარული, სოფელ კოთელიის სიყვარული. თვითნასწავლმა მხატვარმა აისრულა ოცნება, როგორც თვითონ გვიამბო და შექმნა ჯავახეთის თემატიკაზე. ეწვია ეს დიდებული ქალბატონი ჩვენს სკოლას და საჩუქრად გადმოგვცა რამოდენიმე ნახატი, რომელიც მიუძღვნა პაპის ხსოვნას და იმ გმირი მამიდაშილის ხსოვნას, რომელის სახელსაც ატარებს ჩვენი სკოლა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, დიდ მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ ნინოს, ვაფასებთ მის ნიჭს, პატივისცემას და სიყვარულს ჯავახეთის მიმართ. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და შემოქმედებით მოღვაწეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203