უჩამბის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული რიტუალებისა და სიმღერების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს
07-12-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა დავალების ფარგლებში ისაუბრეს თემაზე - „როგორ გადმოიცემა მითი და რატომ არის რიტუალი მითის გადმოცემის საუკეთესო ხერხი“. 

მათ ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წითელა, წითურა, ყბაყურაზე გავრცელებული რიტუალებისა და სიმღერების შესახებ მოიძიეს, დაახარისხეს და ერთმანეთს გაუზიარეს. 

აქტივობა მუსიკაში, პედაგოგი ია ბერიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203