კართუბნის საჯარო სკოლაში გაკვეთილი ღია სივრცეში ჩატარდა
18-04-2018
კართუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ღია სივრცეში, სკოლის წინ ჩატარდა.
ღონისძიებაში მერვე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნოთ გმირები, რომლებიც დაიღუპნენ 9 აპრილს და აფხაზეთის ომში.
მოსწავლეებმა დახატეს საქართველოს რუკა, შემოავლეს სიმბოლური ცოცხალი ჯაჭვი, გაიხსენეს 9 აპრილისა და აფხაზეთის ომის გამომწვევი მიზეზები, შედეგები. გაიხსენეს ასევე კართუბნის სოფლის გმირები. მათი ხსოვნისადმი პატივსაცემად კი გაუშვეს ფრანები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“