მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
07-12-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლა USAID-ის საბაზო განათლების პროგრამაში აქტიურად არის ჩართული. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის საინტერესო ხასიათის შეხვედრები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანამანათლებლო ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის დაწყებითი საფეხურისა და სპეცმასწავლებლებმა მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

მათ შეხვედრაზე მოსწავლეებს უფრო ვრცლად აღუწერეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ყოველდღიურობა და გააცნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წარმატებული ადამიანები, რომელთა შორის ერთ-ერთი წარმატებული პიროვნება ნიკ ვიუჩიჩი იყო.

აღსანიშნავია, რომ მარაბდის სკოლა მოსწავლეთა ცნობიერების გაფართოებაზე მუდმივად ზრუნავს და მათ ახალ აქტივობებს ხშრად სთავაზობს.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა!

იხილეთ ფოტოები:

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203