შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს
07-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის ნ. ბერძენიშვილის - მუზეუმს ესტუმრნენ.

სკოლის მასწავლებლებმა - თინათინ კეკელიძემ, სოფიო ზაქარეიშვილმა და მანანა ახალაძემ მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი შემეცნებითი ტური მოაწყვეს.  

მოსწავლეებმა მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერეს და ახალი ცოდნა და ინფორმაცია შეიძინეს. აქტივობის შემდეგ, მოსწავლეებმა  პედაგოგებთან ერთად მუზეუმში ქცევის წესებსა და მათი მხარის მუზეუმზე უფრო ვრცლად ისაუბრეს.

რა არის მუზეუმი? რა სახის მუზეუმები არსებობს? როგორ უნდა მოვიქცეთ მუზეუმში? როგორია ჩვენი მხარის მუზეუმი? - სწორედ ამ და ბევრ სხვა საინტერესო კითხვაზე პასუხის გასაცემად ესტუმრნენ ბავშვები მუზეუმს.

პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მუზეუმის თანამშრომლებისადმი ღირსეული დახვედრისთვის მადლიერებას გამოხატავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203