ვერნების საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელმა, მანანა აბულაძემ V კლასში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა
07-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მასწავლებლები სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, ისტ-ის მასწავლებელმა მანანა აბულაძემ V კლასში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„საგაკვეთილო პროცესში ნოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, მაღალი ცოდნის დონე და შესაძლებლობები გამოავლინეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203