ჯვარის N3 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი შემაჯამებელი გაკვეთილი ხელოვნებაში
07-12-2022
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალი პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ. ამ მიზნით ისინი სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს მართავენ.

ამჯერად, პროექტ „შემოდგომა 2022-ის“ ფარგლებში, IV კლასში ხელოვნების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდიმებით ჩაერთნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს.
 
აქტივობას ხელოვნების პედაგოგი სვეტა კოკაია უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203