ქუთაისის N12 სკოლის მერვეკლასელებმა თემის - „ენერგიის გარდაქმნა“ შესწავლისას, სხვადასხვა მექანიზმების მოდელები შექმნეს
07-12-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის მასწავლებლის მითითებითა და ჩართულობით საინტერესო და მრავალფეროვან თემაზე - „ენერგიის გარდაქმნა“ იმუშავეს.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ზემო აღნიშნული თემის ფარგლებში „ამერიკული მთების,“ „კატაპულტისა“ და „წყლის ბორბლის“ მოდელები შექმნეს.

თემის დასრულებისა და მექანიზმების მოქმედ მოდელებზე დაკვირვების შემდეგ მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს და შემდეგ საკითებზე უფრო ღრმად ისაუბრეს:

  • როგორ გარდაიქმნება ერთი სხეულის პოტენციური ენერგია კინეტიკურად?
  • როგორ არის დამოკიდებული სხეულის კინეტიკური ენერგია პოტენციურზე?
  • როგორ გადაეცემა ენერგია ერთი სხეულიდან მეორეს?

მოსწავლეები აქტივობებში დიდი ინტერესით, სიხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. სასწავლო პროცესს პედაგოგი თ. ხაჩიძე ხელმძღვანელობდა.

„საკუთარი მოდელების პრეზენტაციისას მათ მოსაზრებები იმის შესახებ გამოთქვეს,  თუ როგორ მუშაობს თანამედროვე ინჟინრული სასწაული გასართობი ატრაქციონი „ამერიკული მთები“, როგორ ხდება ბორბლის გამოყენებით ყოფაცხოვრებაში წარმოჩენილი პრობლემების გადაჭრა. ასევე, მოიყვანეს მსგავსი პრინციპით მომუშავე მარტივი მექანიზმების მიერ ენერგიის გარდაქმნის მაგალითები და ჩამოთვალეს, რომელი პროფესიის ადამიანებს გაუზიარებდნენ ჩატარებული კვლევით შეძენილ ცოდნა“ - აღნიშნავს საგნის პედაგოგი.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203