ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა გრანდიოზული ღონისძიებით გააცილეს
07-12-2022
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში შემოდგომას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლებმა წელიწადის ეს დრო გრანდიოზულად გააცილეს.
მე-2ბ კლასის მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ და აქტივობებში გიული ვერულიძის ხელმძღვანელობით, მონდომებითა და უდიდესი ხალისით ჩაერთნენ.
მათ მინი-სპექტაკლები წარადგინეს, სცენა კრეატიულად მორთეს და საზეიმო განწყობა შექმნეს. ყოველივე ამან კი სასკოლო საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების განვითარებისა და მოტივირებისთვის პროფესიონალი პედაგოგები დაუღალავად შრომობენ.