„მიწა შველას ითხოვს“- წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
07-12-2022
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც ნიადაგის მსოფლიო დღე ყოფილა. მასთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბის - „პატარა ფლორისტების“ წევრებმა სოციალური პროექტი - „მიწა შველას ითხოვს“, მოაწყვეს. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა გამართეს, მათ ინფორმაცია მოიძიეს, მიწის შემსწავლელი ლაბორატორია დაათვალიერეს, საინფორმაციო ბუკლეტები და პრეზენტაციები მოამზადეს. 

შემდეგ პატარა ფლორისტებმა სკოლის გამწვანებაზე იზრუნეს.

მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

პროექტს მაია მესხია, ირმა ჩალიგავა, ასმათ ხარჭამაძე და თინა შანავა ხელმძღვანელობდნენ .

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203