„ჩემი ჩანახატები“ - მახათაურის სკოლაში მეხუთეკლასელი თამარ კუპრაშვილის ნამუშევრები გამოიფინა
07-12-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლის - თამარ კუპრაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ხელოვნების მასწავლებლის - თეა გოგოლაძის ხელმძღვანელობით, მახათაურის სკოლაში შიდასასკოლო გამოფენა, თავისუფალ თემაზე მოეწყო.

თამარ კუპრაშვილის ჩანახატებმა სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო შექმნა და დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ მახათაურის საჯარო სკოლა მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე მორგებულ აქტივობებს ხშირად ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203