„უცხო ქვეყნებში XVI-XVIII საუკუნეებში მოხვედრილი წარმატებული ქართველები“- ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
07-12-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად და დიდი მონდომებით ასრულებენ. 

ამჯერად, დავალება მე-9 კლასის მოსწავლეებმა ისტორიაში, მასწავლებელ ლანა ჯელაძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს. 
 
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი - „უცხო ქვეყნებში XVI - XVIII საუკუნეებში მოხვედრილი წარმატებული ქართველები“. მათი ნამუშევარი ნამდვილად შთამბეჭდავი და შემოქმედებითი იყო. 

აქტივობა ძალიან ნაყოფიერი იყო, მისი საშუალებით მოსწავლეებმა გაანალიზეს, რომ ყველა ისტორიულ მოვლენას აქვს თავისი მიზეზი და შედეგი. შეექმნათ წარმოდგენა იმაზე, რომ ისტორიული ფაქტები და მოვლენები ტიპოლოგიურად შეიძლება დაჯგუფდეს პოლიტოკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ნიშნით. გაანალიზეს, რომ ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას ლოკალური, ზოგს კი გლობალური მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, მოსწავლეებს შეექმნათ მკვიდრი წარმოდგენა იმაზე, რომ კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ არეალებს გარკვეული ეკონომიკური, სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203