„ნახვამდის ფერადო შემოდგომავ“ - საროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
07-12-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის საროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების ჩართულობითა და დახმარებით მრავალფეროვანი ღონისძიება - „ნახვამდის ფერადო შემოდგომავ“ ჩაატარეს.

შემოდგომის ფერად და მზიან დღეებს მოსწავლეებმა შესაბამისი, ოქროსფერი დეკორაცია შეუთავსეს, რითაც მათი ღონისძიება მეტად გაალამაზეს. მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე სახალისო ლექსებითა და სიმღერებით წარდგნენ.  დეკორაციასა და მრავალფეროვან გარემოს მოსწავლეთა ამაღლებული განწყობაც თან ახლდა.

ღონისძების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203