„ინტერნეტ სამყაროს საფრთხეები“- კვირიკეთის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
07-12-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, შესაბამისად, მოსწავლეები საინტერესო ღონისძიებებს მართავენ. 

ამჯერად, X კლასის მოსწავლეებმა, პროექტული სწავლების დანერგვის მიზნით, სამოქალაქო განათლებაში პროექტი - „ინტერნეტ სამყაროს საფრთხეები“, განახორციელეს.

მოსაწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თემის აქტუალობა განიხილეს, პრეზენტაციები მოამზადეს, დამსწრე საზოგადოებას ანიმაციური ფილმი უჩვენეს და მასში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. გაიმართა დისკუსიაც.

შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. აქტივობებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, აქტიურ მოსწავლეებს მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203