დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - დმანისის N2 სკოლაში კონკურსები ჩატარდა
18-04-2018
დმანისის N2 საჯარო სკოლაში, მიმდინარე წლის 11–15 აპრილს, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები მოეწყო: კალიგრაფიის კონკურსი - პედაგოგები ქეთინო ნამორაძე და მადლენა ბიძინაშვილი;
ხატვის კონკურსი ,,ჩემი საყვარელი სცენა ვეფხისტყაოსნიდან" - პედაგოგი ტარანა გაჯიევა;
პოეზიის საღამო ,,ჩემი საყვარელი ლექსი" - პედაგოგი ანეტა ასლამაზაშვილი;
გამოფენა ,,დიდებული ქართველების" გახსნა - პედაგოგი ნონა აფრასიძე;
ესსე ,,სახელმწიფო ენის ცოდნის საჭიროება" (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) - პედაგოგი ანა ავალიშვილი.
კვირეულის ფარგლებში, აღნიშნულ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ.
სკოლის დირექციის ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და დაინტერესებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“