ტყიბულის N4 საჯარო სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას შეუერთდა
07-12-2022
ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

მათი ყურადღების მიღმა არც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია აღმოჩენილა. მე-7 - მე-10 კლასის მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, საკუთხის ირგვლივ ისაუბრეს, ყველანაირი ძალადობა დაგმეს. მათ თემატური ნახატები და კედლის გაზეთები მოამზადეს. 

გარდა ამისა, წარადგინეს პრეზენტაციები: ოჯახური ძალადობის, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა უფლებების შესახებ.

მოსწავლეების მთავარი გზავნილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და თანასწორობის დაცვა იყო. 

აქტივიბამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. ბოლოს დებატებიც გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203