დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
07-12-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს ინტერესებზე მორგებულ გარემოსა და სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს სთავაზობენ.
მე-2 კლასში კლასის საათი გაიმართა, რომლის მიმდინარეობისასაც მოსწავლეებმა საინტერსო ნამუშევრები თავიანთი ხელით დაამზადეს, მათ ზღაპრის წიგნები ააწყვეს და გააფორმეს.
მოსწავლეებმა - „პატარა მეზღაპრეებმა“, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს, აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.