„საუკეთესოები ხართ, ვამაყობთ თქვენით!“ - ხონის N2 საჯარო სკოლის კალათბურთელ ვაჟთა გუნდის წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში 
07-12-2022

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა შეჯიბრებებში რთავენ. 

ამჯერად, მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდნენ და წარმატებითაც იასპარეზეს. 

სკოლის მოსწავლეები - ნიკოლოზ გერაძე, ნიკოლოზ ტყაბლაძე, კახაბერ ოდიშარია და მიხეილ რუხაძე კალათბურთში (3X3), ხონის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონები და შესაბამისად 1-ლი ადგილის მფლობელები გახდნენ. 

სკოლაში მათი წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„თქვენ საუკეთესოები ხართ, ვამაყობთ თქვენით!“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203