წეროვნის N2 სკოლაში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე პოეტსა და ფოლკლორისტს - ეთერ თათარაიძეს უმასპინძლეს
07-12-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში გამორჩეული და საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში საპატიო სტუმარს ქართველ პოეტს, პედაგოგსა და ფოლკლორისტ ეთერ თათარაიძეს უმსპინძლეს, მოეწყო საღამო, რომელზეც ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა დიდი დაინტერესება და მონდომება გამოიჩინეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, იმღერეს, იცეკვეს, სიტყვა წარმოთქვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
საღამომ ნაყოფიერად ჩაიარა. სასკოლო საზოგადოება და მოწვეული სტუმარიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს