ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლი“ მათეული გაგრძელება დაწერეს
07-12-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სალომე ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, აქტივობა განახორციელეს. 

მათ არჩილ სულაკაურის - „ბიჭი და ძაღლი“ ისწავლეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, მოთხრობის გაგრძელება დაეწერათ. მოსწავლეებმა პატარა სახელმძღვანელოები დაამზადეს, შესაბამისი ნახატებით გააფორმეს და სიუჟეტიდან გამომდინარე, სათაური შეურჩიეს. 

გარდა ამისა, მეხუთეკლასელებმა არჩილ სულაკაურზე ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაცია მოამზადეს და კლასს გაუზიარეს. 

მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

„მოთხრობის დასასრული მათთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ მოთხრობა მათთვის საინტერესო დასასრული მოუფიქრეს. ყველა აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების ჩართულობა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და შემოქმედებითი უნარის განვითარება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203