​უჩამბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მუსიკის პედაგოგმა - ია ბერიძემ საინტერესო პროექტი შესთავაზა
07-12-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პროექტზე - „ეროვნული იდენტობისა და მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ იმუშავეს.

მუსიკის მასწავლებლის, ია ბერიძის ორგანიზებულმა პროექტმა მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო გარემო შეუქმნა.  მასწავლებლის მითითებით მოსწავლეებმა ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებიდან საინტერესო საკითხები მოიძიეს, მოამზადეს და ეროვნული იდენტობის საკითხების სინთეზი მუსიკალურ სამყაროში  საინტერესოდ გადმოიტანეს.

საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოეწყო დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა პროექტის შედეგად მიღებულ ცოდნასა და ახალ საკითხებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ უჩამბის საჯარო სკოლა მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს ხშირად ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203