„ჩვენ გვიყვარს მეცნიერება, ცოდნა ძალაა“- ქვაციხის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
07-12-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

ვიქტორინა - „ჩვენ გვიყვარს მეცნიერება, ცოდნა ძალაა“, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე დაიგეგმა და ჩატარდა. მასში მე-7 - მე-11 კლასის მოსწავლეების 6 გუნდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.

თამაშში 40 კითვა შემდეგი 5 საგნიდან დაისვა: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია.

თავდაპირველად, მოსწავლეები ვიქტორინის ჩატარების წესებსა და აკრძალვებს გაეცნენ. აქტივობის დასრულების შემდეგ, კომისიამ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გამოავლინა. მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

„ვიქტორინამ ხელი შეუწყო აღნიშნული საგნების პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას. გარდა საგნობრივი ცოდნის გაღრმავებისა, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში თანამშრომლობითი, ჯგუფური მუშაობის, აზრთა ურთიერთგაზიარების, პასუხისმგებლობის, პრობლემის გადაჭრის ერთობლივად მოგვარების უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203