„მოსწავლეები დირექციისა და მასწავლებლების ამპლუაში“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე გაიმართა
07-12-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა საინტერესო აქტივობებითა და პროექტებით ყოველთვის ნამდვილად გამორჩეულია.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე - „მოსწავლეები დირექციისა და მასწავლებლების ამპლუაში“, მოეწყო. მოსწავლეებმა სხვადასხვა როლი დიდი წარმატებით მოირგეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სკოლის დირექტორის როლი მე-12 კლასის მოსწავლე - ინა ხელაიამ, სასწავლო ნაწილის -  მე-10 კლასის მოსწავლე - ქრისტინე მიკირტიჩიანმა, მოქმედი მასწავლებლების, მანდატურებისა და სკოლის ტექ-პერსონალის როლი კი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მოირგეს.

მათ დაკისრებულ მოვალეობას არაჩვეულებრივად გაართვეს თავი და საგაკვეთილო პროცესი შთამბეჭდავად და საინტერესოდ წარმართეს. დღის ბოლოს, დირექტორთან და პედაგოგებთან შეხვედრისას საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მასწავლებლობა საპასუხისმგებლო, საინტერესო და რთული პროფესიაა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დააფასოს.

აქტივობამ უდიდესი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.

„თანამედროვე სკოლის თანამედროვე მასწავლებლებლები კი ,,გმირებად" მონათლეს და შემდეგი სიტყვებით შეამკეს: „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი".
ბოლოს კი რამდენიმე მოსწავლემ სურვილი გამოთქვა მომავალში მასწავლებლის პროფესიის არჩევისა.
მოსწავლეთა დირექტორობა და მასწავლებლობა დადებითად შეაფასეს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა. მათ აღნიშნეს, რომ მომავალი თაობა ქვეყნის იმედი და ხვალინდელი დღეა და სიყვარულით გაჯერებული სიტყვებით მიმართეს მათ: ,,ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები"




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203