წყალტუბოს N1 სკოლაში მოსწავლეებმა - ინნა ხელაიამ და ლიზი ჯაქაიამ შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო პრეზენტაციები გამართეს
07-12-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა, „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეებმა - ინნა ხელაიამ და ლიზი ჯაქაიამ, სკოლის ექიმის - თამარ ფანჩულიძის დახმარებით, კლასებში საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

მათ მოსწავლეებს ისეთი ინფორმაცია მიაწოდეს, როგორიცაა: რა არის შიდსი, დაავადებების გადაცემის გზები, მისი მკურნალობა. 

პრეზენტაციის მიმდინარეობისას დაისვა კითხვები, რომლებსაც მოხალისეებმა, ექიმის დახმარებით,  ამომწურავი პასუხები გასცეს. 

„საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა თითოეულ კლასთან შეხვედრამ. მეგობრობით შიდსი არ გადადის!
წარმატებები ყველას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203