„თოჯინები იცინიან“- საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი გამართეს
07-12-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული მოსწავლეები ჰყავს.
ამჯერად, მათ სპექტაკლი - „თოჯინები იცინიან“, წარადგინეს. აღნიშნული აქტივობა, ფაქტობრივად, პროექტ „პაპიე მაშეს“ გაგრძელებაა.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დამზადებული თოჯინები აამეტყველეს და ემოციურად დატვირთული სპექტაკლი დადგეს.
აქტივობის მიმდინარეობში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„ღონისძიება დაამშვენა მასტერკლასმა, რომელიც ქართულის მასწავლებელმა ნინო აბულაძემ ჩაატარა. მან ბავშვებს აუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების გამოყენება-გადამუშავება. მათ ნარჩენებისგან თოჯინა იქვე დაამზადეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს