ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას შეუერთდნენ
07-12-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა ღონისძიება თუ პროექტი.
ამჯერად, დაწყებითი კლასის პედაგოგები და მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ, რის ფარგლებშიც მათ არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
მე-3ბ კლასის დამრიგებელმა ფატიმა რობაქიძემ კლასში პრეზენტაცია - „არა ძალადობას! არა ბულინგს!“ მოაწყო, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, პოსტერები. მათ სათქმელი მკაფიოდ თქვეს, ნებისმიერი ტიპის ძალადობა დაგმეს და დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
გარდა ამისა, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ საკანდელიძემ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა და ფემიციდზე ვიდეო ჩაწერა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს