აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ
07-12-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად მე-7 კლასის მოსწავლეები, საგან ისტორიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. ისინი აქტივობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

აღნიშნული ვიზიტის მიზანი ქვის ხანის პერიოდის შეჯამება იყო. მოსწავლეებმა მუზეუმში გამოფენილი არტეფაქტების საფუძველზე  ჩანაწერები გააკეთეს. გარდა ამისა, ადამიანის განვითარების დინამიკას დააკვირდნენ, რამაც მათზე დიდი  შთაბეჭდილება მოახდინა.

საგნის მასწავლებელი - ინგა თოდუა, ხოლო დამრიგებელი ფლორა კვრაცახელიაა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203