მანიაკეთის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
07-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის 185-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მასში მე-5 - მე-10 კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

ღონისძიების მომზადებაში დიდი წვლილი ქართული ენისა და ლითერატურის მასწავლებლებმა - რ. ძირკვაძემ, ც.საგინაძემ და ნ ბოლქვაძემ შეიტანეს. აქტივობამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა რომან საგინაძემ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203