ჯვარის N3 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
07-12-2022
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში, დამრიგებელ გვანცა მანჯგალაძის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
პირველკლასელებმა ამოავლეს ჩურჩხელები, ეროვნული სამოსი მოირგეს და საინტერესო ნომრები შეასრულეს. შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს