გორის N3 სკოლის ჟურნალ-გაზეთის ოქტომბერ-ნოემბრის ნომერი გამოიცა - სკოლაში „მესამის“ საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა
გორის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, შესაბამისად, სხვადასხვა ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის ჟურნალ-გაზეთის - „მესამე“ ოქტომბერ-ნოემბრის თვის პირველი ნომერი დაიბეჭდა. გაიმართა საზეიმო პრეზენტაციაც. გაზეთში გაერთიანებულია ინტერვიუები, ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე სიახლეებისა და აქივობების შესახებ, ასევე ადგილი მოსწავლეთა შემოქმედებასაც ეთმობა.
ჟურნალ-გაზეთის სულისჩამდგმელები და ინიციატორები თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ გელაშვილი და სასკოლო რედაქციის ხელმძღვანელი დავით ბარჯაძე არიან.
აღსანიშნავია, რომ გაზეთი ყოველთვიურად გამოიცემა.
იხილეთ ფოტოები: