ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგ ნათია ჟორჟოლიანის ღია გაკვეთილს საგნობრივი ექსპერტი დაესწრო
07-12-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი, ხორციელდება ისეთი აქტივობები თუ პროექტები, რაც მათ განვითარებაზეა ორიენტირებული. 

ამჯერად, მე-2 კლასში დამრიგებელმა ნათია ჟორჟოლიანმა ქართულში ღია გაკვეთილი ჩაატარა. მის მიმდინარეობას ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი შორენა ტყემალაძე და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი (პრაქტიკანტი) ლიზი ბიბილეიშვილი ესწრებოდნენ. 

გაკვეთილმა ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, პედაგოგმა კი მათ საინტერესო აქტივობები შესთავაზა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203