ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოხალისეობის საერთაშორისო დღეზე დააჯილდოვეს
06-12-2022

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, 5 დეკემბერს, მოხალისეობის საერთაშორისო დღეზე, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჰელფინგ ჰენდის“-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში დააჯილდოვეს.

13-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს, ლიზი ჯაოშვილს, გაწეული სამსახურისთვის 2022 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდო, ხოლო დანარჩენ მოხალისეებს - ლიზი გაფრინდაშვილს, თამარ კურტანიძეს, მარიამ კაპანაძეს, ნინო ტყემალაძესა და ლუკა სამხარაძეს, მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას 63 მუნიციპალიტეტიდან, მოხალისეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოსწავლეებმა წარმატება მასწავლებელთან, მეგი მამაცაშვილთან ერთად აღნიშნეს, სკოლის წარმომადგენლებმა კი მათ წინსვლა უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203