ოთის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა „ჭკვიანი ბასარას“ მიხედვით დიორამები შექმნეს
06-12-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია, მესამეკლასელთა სასწავლო აქტივობა - „დიორამა“, რომელშიც მოსწავლეები დამრიგებელმა, ხათუნა ფოფხაძემ ჩართო.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, იროდიონ ევდოშვილის მოთხრობის -„ჭკვიანი ბასარა“ მიხედვით - დიორამები შექმნეს. 

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს, ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში ეხმარება. როგორც სკოლაში ამბობენ, ბავშვებმა ტექსტი „გააცოცხლეს“ და ამით დიდი სიამოვნება მიიღეს. მათ, თავად შექმნეს სხვადასხვა ნამუშევრები და გამოავლინეს საკუთარი ხედვა, წარმოსახვის უნარი და შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესში აღნიშნული აქტივობის გამოყენება ბავშვებს ტექსტის გააზრებაში ეხმარება, უმარტივებს დეტალების დამახსოვრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203