„შემოდგომა მიიწურა“- წესის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
24-11-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში პროექტის - „შემოდგომა მიიწურა“, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეები მის მიმდინარეობში, მე-3, მე-4 კლასის დამრიგებლის ნათელა ნატმელაძის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203