თბილისის N136 საჯარო სკოლაში პროექტის - „პალიტრა“ პირველი ეტაპი განხორციელდა
06-12-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლაში, მე-7 კლასის დამრიგებლის - ინგა მარჯანიძის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის- ნინო ყაჭეიშვილის ხელმძღვანელობით, გრძელვადიანი პროექტის „პალიტრა“ პირველი ეტაპი განხორციელდა.

პროექტის პირველი დღე დაეთმო ქვეპროექტს სახელწოდებით - „დედაბუნება“.

ბავშვებმა ისაუბრეს, პლანეტების, მდინარეებისა და ყვავილების შესახებ, რომელსაც თემში, გამოკითხვის საფუძველზე შექმნილი სტატისტიკაც დაურთეს.

მოსწავლეებმა მოიპოვეს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს „დედაბუნებას“ , ასევე რაოდენ მნიშვნელოვანია მასზე ზრუნვა და მოფრთხილება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები და პრეზენტაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეების ცოდნისა შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203