„არა ქალთა მიმართ ძალადობას!“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კლასის საათი ჩატარდა
06-12-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში თემაზე - „არა ქალთა მიმართ ძალადობას“, კლასის საათი ჩატარდა.

კლასის დამრიგებლის, ნანი თუთისანის ინიციატივით, მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს ქალთა ძალადობაზე და ახალ თაობას, ძალადობის უარყოფითი მხარეები წარუდგინეს.

მოზარდებს სიტუაციის უკეთ აღსაქმელად, ნახატების შესრულება დაევალათ, რომლებიც, შემდგომ კედელზე გამოფინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203