„ჩემი სახლის ბინადრები“ - თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
06-12-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-3 კლასში საინტერესო და შემეცნებითი პროექტი შინაურ ცხოველებსა და მცენარეებს დაეთმო, სადაც მოსწავლეებს ფლორასა და ფაუნის სამყაროს გაცნობის საშუალება მიეცათ.

18-ნოემბრიდან - 25 ნოემბრის ჩათვლით, საგნის - „მე და საზოგადოების“ პედაგოგმა, მ.ჭეიშვილმა მოზარდებისთვის საინტერესო პროექტი - „ჩემი სახლის ბინადრები“ განახორციელა.

მოზარდები პროექტის მსვლელობის დროს, მათთვის უცნობ, თუ ნაცნობ „შინაურ ბინადრებს“ გაეცნენ, მიიღეს ახალი ინფორმაცია და კლასის წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგინეს, თუ რომელი ცხოველის, ფრინველისა თუ მცენარის არსებობა არის სახლში მიზანშეწონილი.

მესამეკლასელებმა ასევე მათი თვისებები და მოვლის წესები დეტალურად აღწერეს და მრავალფეროვნებისთვის ფოტოებიც ამობეჭდეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203