წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
06-12-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში შემოდგომასთან გამოსამშვიდობებლად ღონისძიება გაიმართა. 

მოზარდებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. მე-5 კლასის მოსწავლემ, ქეთი ქეშელაშვილმა პრეზენტაცია - „ვაზის კულტურა და მეღვინეობა საქართველოში“ მოამზადა.

ღონისძიებას მუსიკალურად მუსიკის პედაგოგი, მარინა სიხუაშვილი აფორმებდა, ხოლო მოსწავლეებს დაწყებითი კლასების პედაგოგები, ნინო მერებაშვილი და თინათინ თვაური, შემოქმედებით დახმარებას უწევდნენ.

დასასრულს, უმცროსკლასელებმა, ტრადიციისამებრ, ჩურჩხელები საკუთარი ხელით ამოავლეს და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203