„ქიმიური ელემენტების ადგილი პერიოდულ სისტემაში“- ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
06-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. მასწავლებლები მათ სხვადასხვა აქტივობაში რთავენ. 

ამჯერად, მეთერთმეტე კლასში, მასწავლებელ ნაირა მელტონიანის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „ქიმიური ელემენტების ადგილი პერიოდულ სისტემაში“ გაიმართა. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საკითხის ირგვლივ ამომწურავად ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203