„გავუფრთხილდეთ გარემოს“- ნაბაკევის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
06-12-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს.
პროექტი - „გავუფრთხილდეთ გარემოს“, ბიოლოგიისა და ქიმიის წამყვანი პედაგოგების, მარი ყენიასა და თეონა კერესელიძის ხელმძღვანელობით, იმართება.
მოსწავლეებს პროექტი ონლაინ, თიმსის პლათფორმაზე გააცნეს, სადაც მათ პედაგოგებმა ინფორმაცია პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე მიაწოდეს, დაგეგმეს განსახორციელებელი აქტივობები.
დიდ შესვენებაზე დასუფთავების აქცია ყველამ ერთად მოაწყო, გარდა ამისა, დაამზადეს კომპოსტი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს